Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტზე საპარლამენტო განხილვები იგეგმება

570f32706023a
BM.GE
14.04.16 10:00
1199
კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე საბანკო სექტორისა და საბანკო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
 
პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის მაია მელიქიძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი ფინანსთა სამინისტროა, ამ ეტაპზე კი, აღნიშნული კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები იგეგმება.

"სანამ ეს პროცესი დაიწყება ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ გარკვეული კონსულტაციები გავმართოთ საბანკო და არასამთავრობო სექტორთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან. ამ პროცესის დასრულების შემდეგ საბოლოო შეხედულებებს ჩამოვაყალიბებთ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად", - განაცხადა მაია მელიქიძემ.