01.Feb .2016 10:09

დეკემბერში, ვადაგადაცილებული სესხები 63 მილიონი ლარით შემცირდა

views 1793
უკან

დეკემბერში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 138.3 მლნ ლარით (2.6 პროცენტით) გაიზარდა და 5.54 მლრდ ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის ცნობით, ზრდის დიდი წილი იურიდიული პირების მოკლევადიან სესხებზე მოდის. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა დეკემბერში 71.7 მლნ აშშ დოლარით (1.7 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.37 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 62.2 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 82.5 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას ეკავა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით იყო გამოწვეული.
 
დეკემბერში, ვადაგადაცილებული სესხები 63.7 მლნ ლარით შემცირდა და 292.1 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 43.2 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 64.4 პროცენტს გაუტოლდა.