Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 84.5 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს

56a8cde9a5de5
BM.GE
27.01.16 18:01
2751
2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. ეროვნული ბანკის ცნობით, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.5 მლრდ ლარით, ანუ 2.2 პროცენტით გაიზარდა და 25.2 მლრდ ლარი შეადგინა. თუმცა ოპერაციების შედეგად ეს მაჩვენებელი 2.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო კურსის ცვლილებამ მისი 0.26 პროცენტით შემცირება გამოიწვია. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.0 პროცენტია.
 
უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 80.2 პროცენტი შეადგინა. გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. დეკემბრის თვის წმინდა მოგებამ 84.5 მლნ ლარი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 77.7 პროცენტი შეადგინა.