Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დავით სერგეენკო: ის ლოგიკა რაც პრემიერმა გააჟღერა თავიდანვე ჩადებულია ჯანდაცვის სისტემაში

5719fc856a1db
BM.GE
22.04.16 14:24
1310
"ის ლოგიკა რაც პრემიერმა გააჟღერა თავიდანვეა ჩადებული ჯანდაცვის სისტემაში", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სამი ძირითადი მიმართულებაა: მიწვდომადობა, ფასი და ხარისხი.
 
მინისტრი აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ქვეყნის მოსახლეობის 100%-ის მოცვას გულისხმობს, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო დაზღვევით.

"ჯანდაცვის ამოცანა არ არის, რომ აღმოფხვრას დაავადებები, ან შექმნას განსაკუთრებული ტექნოლოგიები. ჯანდაცვის მიზანია, რომ მოქალაქეები ნაკლებად ხდებოდნენ ავად და ცოცხლობდნენ დიდხანს. 

ჩვენ 2012 წლის ბოლოს, იძულებულები ვიყავით, რომ პირველი სწრაფი ნაბიჯები გადაგვედგა მიწვდომადობის გაზრდის მხრივ და შედეგად გავაორმაგეთ მიწვდომადომა.

რომ არ გვქონოდა ისეთი კრიტიკული სიტუაცია, რომ ყოველი მეორე ადამიანი ალბათ სახლს ყიდდა ჯანმრთელობისთვის, უფრო სისტემურ რეფორმას განვახორციელებდით. ეხლა ჩვენი მთავარი გამოწვევა უკვე არის ხარისხი.

ჯანდაცვის სისტემაში, თავიდანვე არ მონაწილეობდნენ ის პირები, ვიაც კერძო, კორპორატიული დაზღვევა ჰქონდათ. ასეთი კი ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტია.

ის ლოგიკა რაც პრემიერმა გააჟღერა თავიდანვეა ჩადებული ამ სისტემაში.

2013 წლის შემდეგ, რეალობა შეიცვალა, ათასობით ადამიანმა დაკარგა კორპორაციული დაზღვევა და ვერ გახდა საყოველთაოს ბენეფიციარი, რაღაც მიზეზით, ან პირიქით რომელსაც არ ჰქონდა, შეიძინა და არიან ორმაგი დაფინანსების მატარებლები. ეს არის ადამიანები ვინც სარგებლობენ როგორც კერძო ასევე საყოველთაო პაკეტით.

საყოველთაო ჯანდაცვის არსებული სტატუსი მოიაზრებს ისეთ პარიტეტს, რომ ის ვინც სარგებლობს კერძო დაზღვევით არ უნდა ისარგებლოს საყოველთაო დაზღვევით, ეს პარიტეტი შენარჩუნებულია. ასევე საჭიროა მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სისტემაზე პრემიერმა გასულ კვირას ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არსებული სისტემის ცვლილებაზე მიმდინარეობს მუშაობა. მისი თქმით, ადამიანებს, ვისაც აქვთ საკმარისი შემოსავალი, არ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო ჯანდაცვის მხრიდან დაფარვა.