Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დავით საგანელიძე: რკინიგზის 25%-ის გასხვისებაში საფრთხეს ვერ ვხედავ

564db822cd68f
ბიზნესკონტაქტი
19.11.15 15:45
1047
რა ბედი ელის აქტივებს, რომლებსაც საპარტნიორო ფონდი განკარგავს, გაიყიდება თუ არა რკინიგზის 25%-იანი წილი და მომავალში რა ტიპის პროექტებში უნდა შევიდეს ფონდი,- აღნიშნულ საკითხებზე გადაცემა"ბიზნესკონტაქტში'' საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე საუბრობს.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოს რკინიგზა ინფრასტრუქტურულ განახლებას საჭიროებს და 25%-ის შესაძლო გასხვისების ალბათობას ხედავს.
 
“მთავარი ის გახლავთ, რომ საკონტროლო პაკეტი ამ უმნიშვნელოვანესად სტრატეგიული ობიექტის სახელმწიფოს ხელში  იყოს. მთავარი ესაა, თორემ   25 %-ის ფარგლებში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. როცა საქართველოსადმი არის ინტერესი აზია - ევროპის გზაჯვარედინზე დიდი ჰაბის შექმნის, ამას უპირველესად, ჭირდება სერიოზული ინფრასტრუქტურის განვითარება. დღევანდელი ინფრასტრუქურა კი სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ზოგადად მსოფლიო რუკაზე თუ დავხედავთ ტვირთების გადაზიდვის მხრივ არსებობს. რკინიგზას სერიოზული ინვესტირება და რეორგანიზაცია აუცილებლად ესაჭიროება’’-აღნიშნავს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.