Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დავით ნარმანია: სტრუქტურული ოპტიმიზაციის პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა

56d03c61c135c
BM.GE
26.02.16 15:50
1024
"სტრუქტურული ოპტიმიზაციის პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა", - აღნიშნულის შესახებ, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, მერიამ რეფორმებზე მუშაობა 2014 წლის ბოლოს დაიწყო.
 
"ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა ჩავიბარეთ და ძალიან კარგად ახსოვს ჩვენს თანამოქალაქეებს, ის თუ რა დაგვახვედრეს ჩვენმა წინამორბედებმა. ჩვენ რეფორმების თვალსაზრისით, მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წლის ბოლოს დავიწყეთ, როდესაც გარკვეული ადმინისტრაციული რესურსები შევამცირეთ და ეს ხარჯები მივმართეთ პროექტების განსახორციელებლად. ჩვენ დავიწყეთ სტრუქტურული ოპტიმიზაციის საკითხი, რომელიც გადამწყვეტ ფაზაში ახლა შევიდა, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოები ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ", - განაცხადა ნარმანიამ. მისივე თქმით, გასულ წელს 2014 წელთან შედარებით, გაიზარდა ტენდერების რაოდენობა და მოხდა რესურსის დაზოგვა.