Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დავით ნარმანია: დღეს ახალი თბილისის ახალი ერა იწყება

56b456819d99f
BM.GE
05.02.16 11:32
1282
თბილისში პროექტი "ახალი ტფილისი" იწყება. როგორც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა, პროექტის ნაწილი 2016 წლის ბოლოს დასრულდება. თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში შენობა-ნაგებობების სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია განხორციელდება. ამასთან, მთლიანად განახლდება ყველა ტიპის საკომუნიკაციო და საინჟინრო ქსელები, მოპირკეთდება ქუჩები, დამონტაჟდება ახალი განათებები და მანიშნებლები.

"მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, სწორედ ჩემი მერობის პერიოდში დაიწყოს ქალაქისთვის ისეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება, როგორიცაა - „ახალი ტფილისი". 

პროექტი მართლაც რომ უნიკალურია ბევრი თვალსაზრისით. პროექტი „ახალი ტფილისი“ მოიცავს თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას.

ტერიტორია, რომლის რეაბილიტაციაც იწყება ქალაქის ისტორიული ტურისტული მარშუტის შემადგენელი ნაწილია, თუმცა ეს არ არის დასაწყისი. უკვე მიმდინარეობს სამუშაოები ღვინის აღმართზე და გუდიაშვილის მოედანზე. დღეს ახალი თბილისის ახალი ერა იწყება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას, პროექტის ფარგლებში: კეთილმოეწყობა 9 მარტისა და დედა ენის სახელობის ბაღები და მიმდებარე ტერიტორია; აღნიშნულ ბაღებს შორის მოეწყობა მიწისქვეშა საფეხმავლო გადასასვლელი - გალერეა;  მოეწყობა სავაჭრო დახლები, ტერასა და მოწესრიგდება სავაჭრო საფეხმავლო ზონა. პროექტის განხორციელების ამ ეტაპზე დასაქმდება 800-მდე ადამიანი.