Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დავით ნარმანია: არ მოვასვენებთ არც ერთ სამსახურს, დღე და ღამე ვამუშავებთ

569e2224044b0
BM.GE
19.01.16 15:36
1301
დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წელს თბლისში რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება. ნარმანიას განცხადებით, უახლოეს პერიოდში დასრულდება ღვინის აღმართის რეაბილიტაცია, ასევე მოხდება გუდიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია და მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. დავით ნარმანიას თქმით, დაიწყება აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპიც.
 
"2016 წელი ძალიან დატვირთული იქნება, არ მოვასვენებთ არც ერთ სამსახურს, დღე და ღამე ვამუშავებთ, იმისათვის რომ მაქსიმალურად დროულად ხარისხიანად გავაკეთოთ ყველა პროექტი. კომპანიებთან მიმართებაში მკაცრდება ხელშეკრულებითვე პასუხისმგებლობის ზომები. ზედამხედველობის სამსახურის ეფექტიანობისთვის ამ სამსახურის რეორგანიზაცია მიმდინარებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.