29.Jan.2016 16:04
Economy

დავით გზირიშვილი: C ჰეპატიტის პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვის სურათში თეთრი ყვავია

დავით გზირიშვილი: C ჰეპატიტის პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვის სურათში თეთრი ყვავია
"საქართველო ჯანდაცვაზე ბევრად ნაკლებს ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე სხვა ქვეყნები", - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის სპეციალისტმა, დავით გზირიშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. გზირიშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის ხარჯების ზრდაში საგანგაშო არაფერია, თუმცა გასათვალისწინებელია მიზნობრივობა. 
 
"მე შემიძლია პროვოკაციული შეკითხვა დავსვა - ხელმისაწვდომობა უხარისხო მომსახურებაზე უკეთეს ჯანმრთელობას ნიშნავს? ჩვენ, რომ ორჯერ მეტი უხარისხო საკვები მოვიხმაროთ, უფრო კარგად ვიგრძნობთ თავს?", - აცხადებს გზირიშვილი.

დავით გზირიშვილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტში არსებულ ხარვეზებზეც საუბრობს. კერძოდ, მისი თქმით, პროგრამაში ძირითადი აქცენტი დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზეა გადატანილი.

C ჰეპატიტის პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვის სურათში თეთრი ყვავია. მას წარმოშობის სხვა ისტორია აქვს. ეს პროგრამა ძალიან მომწონს, თუმცა ამ პროგრამაშიც სიცხადეები ჩემთვის ბოლომდე გარკვეული არ არის. ამ სურათში მე ვერ დავინახე ადამიანებს თავად აქვთ თუ არა პასუხისმგებლობა. მაგალითად, იმისთვის რომ ფრთხილად ვიყოთ და ჩვენი ინფიცირება არ მოხდეს. პროგრამაში მთელი აქცენტი გადატანილია დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, ასევე რეგულირებაზე, რომ სანიტარული ნორმები დაცული იყოს. ეს კარგია, მაგრამ თუ ჩვენ სრულფასოვან საჯარო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ აქ უნდა ითქვას, რომ თუ სანიტარული ნორმა არ არის, რაღაც მექანიზმი უნდა გვქონდეს", - განაცხადა დავით გზირიშვილმა.



12.Jun.2019 21:55
109

Government will extend the deadline for Anaklia Consortium

More
12.Jun.2019 21:51
112

Khazaradze on Anaklia Port: I am Sure We Will Reach the Consensus

More
12.Jun.2019 10:33
133

World Bank Group Debars China Railway Construction Corporation

More
11.Jun.2019 13:52
81

FDI Dropped by 6% in First Quarter of 2019

More
09.Jun.2019 18:33
610

Batumi named as Europe’s leading emerging tourism destination

More
08.Jun.2019 22:30
144

Natia Turnava Talked about Anaklia Port, Business Environment and Gazprom in Parliament

More