Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Credit Suisse-ი მაისში ნავთობზე ფასის 50$-მდე მატებას პროგნოზირებს

56fa8c15107d0
BM.GE
29.03.16 18:04
1113
Bloomberg-ის ინფორმაციით, Credit Suisse-ი 2016 წლის მაისში ბარელ ნავთობზე ფასის 50$-მდე მატებას პროგნოზირებს. Credit Suisse-ის ეკონომისტის ინფორმაციით, იან სტიუარტი ამბობს, რომ 2016 წელს ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება. ექსპერტმა ერთმანეთს ნავთობზე ფასების კლება და ის ნეგატიური ფაქტორები დაუკავშირა, როგორიცაა თბილი ზამთარი, რესურსმომპოვებელი აქტივობის შემცირება და ასევე განვითარებადი ეკონომიკების ზრდის ტემპის კიდევ უფრო შენელება, მაგალითად ბრაზილიაში. სტიუარტი აღნიშნავს, რომ ნავთობის ფასის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება, რაც დაკავშირებულია ისეთი ქვეყნების ეკონომიკის ზრდაზე როგორიცაა სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში.
 
ნავთობზე მოთხოვნა იზრდება შეერთებულ შტატებში და ბრაზილიაში, ასევე ჩინეთში, ინდოეთსა და სამხრეთ კორეაში. "ჩვენ ვპროგნოზირებთ მოთხოვნაზე მცირე ზრდას მიმდინარე წლის განმავლობაში თუკი რეცესია არ იქნება", - აღნიშნავს სტიუარტი.