Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

„ტექინსპექტირების რეფორმა ჩავარდნის საფრთხის წინაშეა“

BM.GE
21.03.22 18:38
339
ტექინსპექტირების კომპანიები მორიგ მიმართვას ამზადებენ - ამჯერად ადრესატი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილია, რომლის უწყებაც ქვეყანაში ტექინსპექტირების რეფორმაზეა პასუხისმგებელი. კერძო სექტორი აცხადებს, რომ რეფორმა ჩავარდნის საფრთხის წინაშეა, რადგან არ ხდება კანონის აღსრულება. გზებზე კამერები ხშირად გამორთულია, რის გამოც ჯარიმების გამოწერა არ ხდება, აღსრულების მექანიზმს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აძლიერებს. პრობლემებზე საუბარი დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს გასულ კვირას მოუსმინეს.