Home
Category
TV Live Menu
Loading data...

CNNMoney: მიუხედავად ნავთობის და სავალუტო კრიზისისა საქართველო 6%-იან ეკონომიკურ ზრდას გეგმავს

56fa66a9ae283
BM.GE
29.03.16 15:18
975
"საქართველო, ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 5 მილიონზე ნაკლებია, მომავალ წელს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, მიუხედავად ნავთობის ფასებისა და არსებული სავალუტო კრიზისისა", - წერს CNNMoney, რომელსაც ინტერვიუ გიორგი კვირიკაშვილმა მისცა. გამოცემა წერს, რომ კვირიკაშვილმა თანამდებობა, დეკემბერში დაიკავა, თუმცა მას უკვე „დიდი გეგმები“ აქვს. "მიმდინარე წელს 3-3,5%-იან, ხოლო მომდევნო წელს 5,5-6 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ველით", - განუცხადა პრემიერმა CNNMoney-ს.
 
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების პროგნოზები საქართველოზე გაცილებით ნაკებია. მაგალითად გამოცემას სავალუტო ფონდი მოყავს.

CNNMoney წერს, რომ ქვეყანაში ლარის, დოლართან მიმართებით, თითქმის 30 პროცენტიანი გაუფასურება, მეტად იყო დამოკიდებული მეზობელი ქვეყნების ეკონომიკებზე, კერძოდ რუსეთსა და აზერბაიჯანზე, რომლებიც თავის მხრივ ნავთობის ფასებზე არიან დამოკიდებული.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა, მას ენერგო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი უკავია. კომპანია BP დამატებით 2 მილიარდ დოლარს ხარჯავს მილსადენებზე, რომლის მეშვეობითაც, კასპიის ზღვიდან საქართველოს გავლით, ენერგიას ევროპას მიაწვდის", - ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი ასევე, წერს, რომ საქართველოს რეგიონალურ ჰაბად ქცევა სურს, რისთვისაც კომპანიებს დაბალ გადასახადებს სთავაზობს.