Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომაა მნიშვნელოვანი საგადასახადო დავის საკითხი?

BM.GE
20.03.23 10:39
100
კომპანია "გრანთ თორთონ საქართველომ" ეროვნულ უნივერსიტეტში ღია კონფერენციას: საგადასახადო დავების აქტუალური საკითხები და ეფექტიანი წარმოება - უმასპინძლა. კონფერენციაზე ქართულ ბაზარზე ჩამოყალიბებული საგადასახადო დავების პრაქტიკა განიხილეს, ამასთან, "გრანთ თორთონის" წარმომადგენლებმა დამსწრეებს კომპანიის გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრაზე აუდიტორიამ მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები დასვა, "გრანთ თორთონის" სპეციალისტებისგან კი კონსულტაციებიც მიიღო.

სტუმრები: პაატა შურღაია - გრანთ თორნთონის ვიცე-მმართველი პარტნიორი;
ქეთევან ღამბაშიძე - გრანთ თორნთონ საქართველოს საგადასახადო მიმართულების ხელმძღვანელი