08.May .2016 11:41

ჩინურმა კომპანიამ მარნეულში სასათბურე კომპლექსი ააშენა

views 893
Back

ჩინურმა კომპანიამ "ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა“ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მზის სათბურები, ერთსივრციანი სათბურები და სხვა დამხმარე ნაგებობები ააშენა. კომპლექსი ჯამში 7 დიდ და 25 პატარა სათბურს აერთიანებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარების და ბოსტნეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობას.
 
თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული სათბურები სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით გამოიყენება. სათბურებში ფერმერებისთვის ტარდება ტრენინგები, სადაც ფერმერებს საშუალებააქვთ მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

"ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი“ 1998 წელს ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში დაარსდა. კომპანიის საქმიანობის სფეროს სოფლის მეურნეობის სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, კონსულტირება და თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლება წარმოადგენს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში სასათბურე კომპლექსი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ მოინახულეს.