ჩინეთის ექსპორტი და იმპორტი აპრილში იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე ნავარაუდევი იყო.
მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,8 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი 10,9 პროცენტით.
ჩინეთის მთავარ საექსპორტო ბაზარზე ამერიკაში, ჩინური პროდუქციის ექსპორტი 9%-ზე მეტად შემცირდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან 3,2%-ით გაიზარდა.
ანალიტიკოსები აპრილში ჩინეთის ექსპორტის 0,1 პროცენტით შემცირებას ვარაუდობდნენ.