Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჩინეთში სწავლის მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის დაფინანსების პროგრამა გამოცხადდა

570bbb6432dfd
BM.GE
11.04.16 18:55
1197
საპარტნიორო ფონდისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის უმსხვილესი საკონსულტაციო კორპორაციის „ხუა ხე ინტერნეიშენალი“-ის თანამშრომლობის საფუძველზე წარჩინებული ქართველი სტუდენტისთვის ოთხწლიანი სამაგისტრო გრანტი გამოიყო.
 
„სინძიანის პედაგოგიური უნივერსიტეტი“ 1995 წელს იუნესკოს ( UNESCO) ცნობილი საერთაშორისო უნივერსიტეტების სიაში შევიდა. საპარტნიორო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე სინძიანის უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოში შერჩეული კანდიდატის სამაგისტრო პროგრამის სრულად დაფინანსებაზე.

წარჩინებულ სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა სინძიანის უნივერსიტეტის რეგიონალური ეკონომიკის, ან საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით მაგისტრანტის ხარისხი მიიღოს.

სინძიანის უნივერსიტეტი თავის თავზე იღებს სტუდენტის სრულ დაფინანსებას. რეგისტრაციის ხარჯებს, სასწავლო გადასახადის თანხას, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასა და განთავსებისთვის ერთჯერად ფულად დახმარებას. ასევე, სამედიცინო დაზღვევას. სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 3.000 იუენს (500$-მდე).

ქართული საფინანსო ინსტიტუტებიდან ერთერთი კანდიდატი კი პეკინის „ცინხუას უნივერსიტეტში“ კვალიფიკაციის ამაღლებას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის რეკომენდაციით შეძლებს. სტაჟირების შეთავაზება საპარტნიორო ფონდმა ჰონგ-კონგური პარტნიორი კომპანია „ორიენტალ პატრონისგან“ მიიღო.

კანდიდატის სრულ დაფინანსებას ჩინური მხარე უზრუნველყოფს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სწავლის მსურველისთვის აუცილებელია:

• ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
• ჩინური ენის საბაზისო ცოდნა;
• ბაკალავრის ხარისხი, ან შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ცნობა;
• კანდიდატის ასაკობრივი ზღვარი განსაზღვრულია 35 წლამდე.

მსურველებმა მოკლე ბიოგრაფია და პირადი მონაცემები შემდეგ მისამართზე უნდა გააგზავნონ: info@fund.ge