29.Mar.2016 14:11
Business

ჩინეთში ქართული ღვინის სახლი "თამადა" გაიხსნა

ჩინეთში ქართული ღვინის სახლი "თამადა" გაიხსნა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში ქართული ღვინის პავილიონი „თამადა“ გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი და ჩინეთის “ჰუალინგ კორპორაციის“ პირველი მდივანი (Guo Xiang Yang) ესწრებოდნენ.
 
"ქართული ღვინისთვის ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, სადაც ქართული ღვინის გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება. 2015 წელს ექსპორტმა 2,6 მლნ ბოთლს მიაღწია, რაც 122% პროცენტით არის გაზრდილი 2014 წელთან შედარებით. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ექსპორტის ზრდასთან ერთად, ქართული ღვინის ხარისხიც შევინარჩუნოთ. მადლობა იმპორტიორ კომპანიას, რომელიც გაყიდვასთან ერთად, ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციასაც ეწევა", - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

პავილიონი "თამადა" სინძიანის პროვინციაში ქართული ღვინის ერთ-ერთმა მსხვილმა იმპორტიორმა კომპანიამ „Xinjiang Beifaing Jianda Trade Co., LTD“ გახსნა.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პავილიონს ქართული ღვინის საპრომოციო მასალა გადასცა. პავილიონში დიდი მოცულობის ქვევრი, ღვინის თემატიკის არტეფაქტებისა და ნიკო ფიროსმანის ნახატების ასლებია განთავსებული. 

ქალაქ ურუმჩიში, „Xinjiang Beifaing Jianda Trade Co., LTD“-ის მიერ, გახსნილია 4 ქართული ღვინის სალონი, 2 ქართული ღვინისა და კულინარიის ობიექტი. ასევე, სინძიანის პროვინციის ქალაქ ინინსა და ხორგოსში აღნიშნული კომპანიისა და მისი დისტრიბუტორების ინიციატივით, 3 ქართული ღვინის მაღაზია-სალონია გახსნილი - ჯამში 9 საუკეთესო ხარისხის ობიექტი, სადაც სტუმრები ქართულ ღვინოსთან ერთად საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს ეცნობიან.



08.Apr.2019 17:15
289

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
449

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
752

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
652

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
385

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
448

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More