Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჩინეთმა ბირჟებზე ვაჭრობა წელს უკვე ორჯერ შეაჩერა

568f79d9cb5a9
BM.GE
08.01.16 12:44
1055
ჰონგკონგის საფონდო ინდექსი Hang Seng ვაჭრობის შედეგად 3,1%-ით დაეცა და 20 333.34 ნიშნულზე დაფიქსირდა, რითაც 2013 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა. შემცირებულია ჩინური კომპანიების Hang Seng China Enterprises-ის ინდექსიც. ვარდნა ამ შემთხვევაში 4,2%-ია და მაჩვენებელმა 8753,97 პუნქტით სტატისტიკური მაჩვენებლის მინიმუმი 2011 წლის ოქტომრბრის შემდეგ პერიოდში ასახა. სექტორმა სესია საბოლოოდ უარყოფითი სავაჭრო ნიშნით დაასრულა. ჩინეთის ბაზარზე ვაჭრობა CSI-ის 7,32%-ით შემცირების შემდეგ 15 წუთით შეჩერებული იყო. ჩინური იუანის გაცვლითი კურსი დოლართან ამ დროს 6,56 ნიშნულზე დავიდა, რაც იუანისთვის 2011 წლის მარტის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია.
 
2016 წლის დადგომიდან რამდენიმე დღეა გასული, თუმცა ჩინეთმა ვაჭრობა ბირჟებზე უკვე ორჯერ შეაჩერა. მიზეზი CSI 300-ის ინდექსის 7%-იანი ვარდნა გახდა. ბაზარზე აქცების გაუფასურებაზე გავლენას სწორედ იუანის რეკორდული გაიაფება ახდენს.