ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია CEFC-ი, საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული, - კონკრეტულ საინვესტიციო სფეროებსა და პროექტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
მთავრობის მეთაურმა ინვესტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, მათ შორის ენერგეტიკის, საფინანსო და ტურიზმის სექტორში. საუბარი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებსაც შეეხო.
შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებში დეტალურად განიხილება ყველა ის შესაძლებლობა, რომლითაც ინვესტორები დაინტერესდებიან. სამუშაო ჯგუფს, საქართველოს მხრიდან, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.
შეხვედრისას ასევე შედგა შეთანხმება, რომ შანხაიში, სადაც კომპანია CEFC-ის სათავო ოფისი მდებარეობს, მომავალი ერთი თვის განმავლობაში, საინვესტიციო ფორუმი გაიმართება.
ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია CEFC-ი ენერგეტიკის, საფინანსო და ინდუსტრიის სფეროებში მოღვაწეობს. მისი წლიური ბრუნვა 35 მილიარდ დოლარს აღწევს. კომპანია ინვესტიციებს ახორციელებს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, ჩეხეთში სლოვაკეთსა და რუმინეთში.
შეხვედრას კომპანია CEFC-ის ჯგუფის თავმჯდომარე იე ჟიანმინგი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჟანგ ჟიანჟუნი, „ყაზმუნაიგაზ ინტერნეიშენალის“ გენერალური დირექტორი ჯანატ ტუსუპბეკოვი, კომპანიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი აზამატ ჟანგულოვი და მმართველი დირექტორი ომარ მუსტაფინი დაესწრნენ. საქართველოს მხრიდან, შეხვედრაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი მონაწილეობდნენ.
See all the news
All
Financial Services in CAREC
#TheCheckpoints: TIWB & Georgia - Interview with Rusudan Kemularia, Head of TIWB Secretariat
Stoli® Group to Release Limited-Edition Bottle in Support of the Ukrainian People
როგორ მოხვდა 17 წლის ანასტასია ლელაძე ჰარვარდში? - ანასტასია ლელაძე ქალების ნარატივში
"Literally the whole village was waiting for the first harvest of strawberry" - Kvitsiani family from Svaneti
Aliyev replaces long-serving central bank head with loyalist
Putin imposes visa restrictions on citizens from 'unfriendly' countries
BMG-ს მედია რუბრიკა: #პროფესიონალი - გიორგი მიქაია
Business Leaders Council by USAID and Georgian Business
ვინ არის მსოფლიოში #1 სნაიპერი “Wali”?
ბინების ქირის ფასი 50%-მდე გაიზარდა
DriveWealth-G&T Cooperation
"Today we are all Ukrainians"- Zurab Pololikashvili
Tourism is the main bridge for building understanding - ZURAB POLOLIKASHVILI
FAQ’s and Analysis on Lari & FDI - Interview with Fady Asly
მინერალური და მტკნარი წყლის ფასები ქართულ ბაზარზე
China continues to push competitors out of the global walnut market
Moscow to Host First Meeting of Turkish & Armenian Special Envoys on Jan 14
Scientists Discover New Part of the Human Body
Turkey's Exports Soar by 33.7% to $21.5B in November