Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ცეზარ ჩოჩელი: სამწუხაროდ, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა გართულებულია

56cae5b2c8daa
BM.GE
22.02.16 14:33
1134
"სამწუხაროდ, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა გართულებულია", - აღნიშნულის შესახებ ბიზნესმენმა, ცეზარ ჩოჩელმა, გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს თანამონაწილეობის გარეშე, წარმოების დასაწყებად სესხის საპროცენტო განაკვეთები საკმაოდ მაღალია. 
 
"დღეს არსებული 16-17 პროცენტიანი განაკვეთები აბსოლუტურად არაადეკვატურია, ანალოგიურად უცხოურ ვალუტაში დოლარსა და ევროზე 11-12 პროცენტიანი განაკვეთებიც არაადეკვატურია იმ არსებული მდგომარეობის, რა საპტოცენტო განაკვეთიც უნდა იყოს დღეს ქვეყანაში.

გარდა ამისა, მეორე პრობლემა იქმნება სავალუტო კურსთან დაკავშირებით. ყიდვა-გაყიდვაში სხვაობა ხშირ შემთხვევაში 10-11 პუნქტს აღწევს. მეწარმეები პროდუქციას ლარზე ვყიდით, როდესაც ნედლეული უცხოურ ვალუტაში შემოგვაქვს. აქედან გამომდინარე, ნედლეული საწყის ეტაპზევე 5-6 პროცენტით გაძვირებულია", - აცხადებს ჩოჩელი. ბიზნესმენი მწარმოებლების წინაშე არსებულ 3 მთავარ პრობლემასაც ასახელებს. მისი თქმით, დღეს ქართულ ბიზნესს ყველაზე მეტად, ლარის კურსი, ყადაღების ხანგრძლივობა და ბიუროკრატიული ბარიერები აფერხებს.