Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ათწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა

5714c0d9c3d2d
BM.GE
18.04.16 15:10
1163
საქართველოს მთავრობასა და კომპანია "გილეადს" შორის ათწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და კომპანია "გილეადის" ვიცე-პრეზიდენტმა, გრეგ ალტონმა მოაწერეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გრძელვადიანი ხელშეკრულება კომპანიის მხრიდან C ჰეპატიტის ვირუსის სრულ ელიმინაციამდე მედიკამენტით უწყვეტ უზრუნველყოფას გულისხმობს.

ხელმოწერის ცერემონიას კომპანია „გილეადის“გენერალური დირექტორი ჯონ მარტინი, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები, ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.