19.Dec.2015 15:28
Economy

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უწყვეტად გაგრძელდება

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უწყვეტად გაგრძელდება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ახალი თაობის რევოლუციური პრეპარატი „ჰარვონი“ შემოდის – აღნიშნული სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
 
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა და ახალი ხელშეკრულების ხელმოწერამდე, საქართველომ ამერიკელი პარტნიორებისგან მიიღო C ჰეპატიტის პროგრამის უწყვეტად გაგრძელების გადაწყვეტილება.

„პირველივე ეტაპზე პროექტმა დაიმსახურა მაღალი შეფასება რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩვენი პროექტი შეაფასა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების სიტყვები რომ მოვიშველიო, ,,საქართველო გახდა მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს გლობალური მიდგომა ამ ვირუსთან მიმართებით“. დღეს, გვინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - მალე საქართველოში შემოვა კიდევ ერთი უახლესი თაობის პრეპარატი - „ჰარვონი“, რომლის გამოყენებაც უფრო ეფექტიანს გახდის მკურნალობას და მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდება,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულმა პაციენტებმა, რომელთაც მკურნალობის სრული კურსი გაიარეს, განიკურნნენ და მათმა სრულმა უმრავლესობამ უკვე დაამარცხა C ჰეპატიტის ვირუსი.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განმარტებით, ამერიკელმა პარტნიორებმა პროგრამის უწყვეტად გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. მანვე თხოვნით მიმართა საზოგადოებას, ჩაერთონ C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის პროგრამაში, რათა დადგინდეს, არის თუ არა პირი ინფიცირებული და დროულად მოხდეს მკურნალობის ჩატარება.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის მაისში ამოქმედდა. იგი მოიცავს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტს.



19.Jul.2019 18:35
51

Statemen of U.S. Embassy regarding Rustavi 2 Decision

More
19.Jul.2019 18:18
285

After 10-year work at “Ferrero” I decided to become a private consultant - Merab Chitanava

More
18.Jul.2019 21:36
54

Statement of NGOs on the Developments Around Rustavi 2

More
18.Jul.2019 17:52
71

Credit growth at 14.1% YoY in June 2019

More
18.Jul.2019 17:27
61

Net exports contributed the most to the growth in Q1 2019

More
17.Jul.2019 14:14
124

Lavrov names precondition for removal of flight ban on Georgia

More