Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბუდაპეშტში ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდა ბიტკოინებით გახდა შესაძლებელი

56bd7d9c55228
BM.GE
12.02.16 10:27
1291
უნგრეთში, ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდა ბიტკოინებით გახდა შესაძლებელი. ბუდაპეშტის ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ Budapest Taxi-მა საფასურის კრიპტოვალუტაში მიღება დაიწყო. უნგრეთში ბიტკოინის ბაზარი არც ისე დიდია და ის დააახლოებით 20 მილიონ ევრომდეა შეფასებული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უმსხვილესი უნგრული სერვისი COinPAY ბიტკოინის საშუალებით გადახდების პერსპექტრიულობაში დარწმუნებულია.

კომპანიის ხელმძღვანელი ანდროს ლევე ამბობს: "ჩვენ გვსურს, რომ ადამანები, რომლებსაც აქვთ ბიტკოინები ჰქონდეთ შესაძლებლობა დახარჯონ ისინი პროდუქტების საყიდლად, მიიღონ მომსახურება არა მხოლოდ ინტერნეტით, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც, მაღაზიაში, იმიტომ რომ ერთის მხრივ ეს ადგილობრივ ბიზნესს ზრდაში დაეხმარება და ჩვენც მივცემთ ადამიანებს იმას რაც მათ სჭირდებათ".

მგზავრი მომსახურების საფასურს, სმარტფონის დახმარებთ იხდის და არსებული კურსის მიხედვით, 1 ბიტკოინის ფასი 110 ათასი ფორინტია (352 ევრო). ბუდაპეშტში ბიტკოინის საშუალებით ანგარიშსწორება, ჯერ მხოლოდ რამდენიმა კაფეში, რესტორანსა და ტურისტულ კომპანიაში ხდება.