Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბრუნო ბალვანერა: პრემიერის მენტალობა ბიზნესში რჩება

56bdad4d881c3
BM.GE
12.02.16 13:58
1075
"მთავრობის საგადასახადო რეფორმა სწორია, თუმცა რეფორმების გაღრმავება იმ მიმართულებითაა საჭირო, რომელსაც ბიზნესი ითხოვს", - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი". ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი ქვეყანას ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში კერძო სექტორის მოზიდვას ურჩევს. მისი თქმით, მსგავსი პროექტები მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით ვერ განვითარდება.
 
"ჩვენ ფოკუსირებას იმ მიმართულებებზე ვახდეთ, რომლებიც უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს. პრემიერს დიდი ხანია ვიცნობთ და გვქონდა საშუალება მას შევხვედროდით. ის კერძო ბიზნესიდან მოვიდა და მისი მენტალობა ბიზნესში რჩება. მან იცის რა უნდა გაკეთდეს ინვესტიციების წასახალისებლად. დღეს დიალოგი ბრწყინვალე დონეზე რჩება", - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.