Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბორჯომში ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო Crowne Plaza-ს გახსნის ღონისძიება შედგება

56d9d17875e27
BM.GE
04.03.16 22:12
2688
ბორჯომში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Crowne Plaza Borjomi-ის გახსნის ღონისძიება ხვალ გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების კომპანია, InterContinental Hotels Group-ი, ბორჯომში ბრენდით – Crowne Plaza შემოვიდა. სასტუმროს საერთო ფართია 16100 მ2–ია. იგი აღჭურვილია 101 თანამედროვე ნომრით, რომლებიც გათვლილია დამსვენებელთა ფართო სპექტრზე. სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi“ მდებარეობს ბორჯომის ცენტრში, ბორჯომის ისტორიული პარკის შესასვლელიდან რამდენიმე წუთის სავალზე. ინვესტიციის საერთო მოცულობა 32 მლნ აშშ დოლარია.

სასტუმროს გახსნას დაესწრება პრემიერიც, გიორგი კვირიკაშვილი საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენით სამუშაოებსაც დაათვალიერს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის განხორციელების შედეგად, ახალციხიდან საფარის მონასტრამდე მანძილი, ნაცვლად 30 წუთისა, 10 წუთში დაიფარება.

პრემიერ–მინისტრი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს ესტუმრება. გიორგი კვირიკაშვილი დაათვალიერებს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებულ საამქროებს, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებს.