Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Boeing-მა ირანისთვის ავიალაინერების მიწოდებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

570e00c056db8
BM.GE
13.04.16 12:16
1072
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამერიკულმა ავიამშენებელმა კორპორაციამ Boeing დაიწყო მოლაპარაკება ავიალაინერების ირანისთვის მიწოდებაზე. გამოცემის თანახმად, აშშ-ს ხელისუფლებამ Boeing-ს ნება დართო აწარმოოს მოლაპარაკებები ზოგიერთ ირანულ კომპანიასთან თვითმფრინავებით უზრუნველყოფაზე. იმისთვის რომ შეთანხმება შედგეს ის თანხმობის კიდევ ერთ ეტაპს საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ ირანულ ავიაკომპანიებს ნებისმიერი თვითმფრინავის შეძენისთვის ამერიკული ვალუტა სჭირდებათ.

ადრე მოლაპარაკებები Boeing-სა და ირანულ ავიაკომოანიას შორის დაანონსდა ირანის სამოქალაქო ავიაციის (Iran's Civil Aviation Organization) მხრიდან. სახელმწიფო ავიაკომპანია iran Air-მა და საფრანგეთმა უკვე მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას Airbus-ის 118 თვითმფრინავის შეძენაზე. ირანისათვის თვითმფრინავების მიყიდვის გეგმის შესახებ განცხადება კანადამაც გააკეთა.