Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Bloomberg: ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს ფულის გათეთრებაში სდებს ბრალს

56e97732eba0d
BM.GE
16.03.16 19:07
1088
ქართველი მილიარდერის ადვოკატები Credit Suisse-ს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა ჟენევის პროკურორებს სისხლის სამართლის საჩივრით გუშინ მიმართეს. საჩივარში ნათქვამია, რომ ბანკმა ვერ უზრუნველყო ფულის გათეთრების ფაქტის პრევენცია და თანამშრომლებმა სრული თავისუფლებით იმოქმედეს. სარჩელით წარმოდგენილი ინფორმაცია, ადვოკატების ცნობით, ეყრდნობა შვეიცარიის ფულის გათეთრების ოფისის (MROS) ინფორმაციას.
 
საჩივარში ნათქვამია, რომ ბანკის მიერ ფულის გათეთრება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული.

შეგახსენებთ, რომ ბანკის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილმა გასული წლის ბოლოს დაიწყო. უცხოურ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ივანიშვილმა Credit Suisse-ს ბანკირის გამო, 100 მილიონ დოლარამდე დაკარგა. ასევე შვეიცარული მედიის ცნობით, ანალოგიური საჩივრით ბანკს ორმა რუსმა ინვესტორმაც მიმართა.

Credit Suisses-ს ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, რუსი ბიზნესმენებიც უჩივიან