Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი: 'იარეთ ახლა 'ჰ და მ'-ში'

59fdac4198c95
თელარა გელანტია
04.11.17 16:00
1085
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილი 'გალერია თბილისში' H & M-ის მაღაზიაზე ქართულად გაკეთებულ წარწერას 'ჰ და მ' სოციალურ ქსელში ეხმაურება.

'ამიტომ ვამბობდი, რომ სასაქონლო ნიშნების სახის და ფორმის შეცვლა დაუშვებელია! არ დამიჯერეთ და აი შედეგიც. იარეთ ეხლა "ჰ და მ"-ში.

გაიგეთ, რომ სასაქონლო ნიშანი არ არის წარწერა, რომელიც უნდა წაიკითხო და გაიგო, სასაქონლო ნიშანი არის გამოსახულება, რომელიც უნდა აღიქვა, დაიმახსოვრო და რომელიც უნდა ასოცირდებოდეს გარკვეულ ხარისხთან/სტანდარტთან', - წერს ძნელაშვილი facbook-ის პირად გვერდზე.

რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კომერციულ ობიექტებზე სახელმწიფო ენაზე წარწერა სავალდებულოა.

ფოტო: ზურაბ ძნელაშვილის სოციალური ქსელიდან