საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი მთავრობას მიმდინარე თვის ბოლომდე მზად ექნება. აღნიშნულის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.
"სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, პრემიერის დავალების შესაბამისად ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ ადმინისტრაციული ხარჯები და უკვე კონკრეტულ წინადადებებს პრემიერი გაგაცნობთ, როდესაც მზად იქნება", - განაცხადა კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარია.