Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბესო ხარძიანის მკვლელობის გამოძიების დეტალები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება

566eccb89aa31
BM.GE
14.12.15 18:03
1128
ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმის გამოძიება დასასრულს უახლოვდება და კონკრეტული გარემოებებისა და ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. როგორც ბესო ხარძიანის მეუღლემ, "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა, მისი ინფორმაციით, პროკურატურა საქმის დეტალებს უახლოეს პერიოდში გაასაჯაროვებს. ხარძიანის მეუღლე გამოძიების შედეგების დეტალების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
 
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბერიკ ხარძიანი 28 მარტს, საკუთარ სახლთან უცნობმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.