Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბერძნები საპენსიო და საგადასახადო რეფორმას გაფიცვით აპროტესტებენ

572e0a814a7ac
BM.GE
07.05.16 19:27
1233
საბერძნეთში სამ დღიანი გაფიცვა მოეწყო. საბერძნეთის პროფესიული გაერთიანებები ქვეყანაში საგადასახადო და საპენსიო რეფორმებს აპროტესტებენ. აღნიშნული რეფრმების გატარება კი ერთ-ერთია იმ მოთხოვნებიდან, რომელიც ევროკავშირმა ქვეყანას ზაფხულში წაუყენა. სწორედ ამ ორ რეფორმაზეა დაკმოკიდებული მიიღებს თუ არა ქვეყანა დამატებით 1,3 მილიარდი ევროს დახმარებას.

ასევე, როგორც ცნობილი გახდა სავალუტო ფონდი არ აპირებს დამატებითი დახმარების გაწევას, მანამ სანამ საბიუჯეტო გეგმის შესრულების პრობლემა არ მოგვარდება. კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში კრედიტორებსა და საბერძნეთს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეოსბ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ჯერ არ მოხდება.

საბერძნეთში გაფიცვა ხვალ დასრულდება.