Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბათუმში, ყოფილი #1 აფთიაქის შენობაში სასტუმროს ასაშენებლად, ინვესტორი სამშენებლო ნებართვას ელოდება

56cda0b015c36
BM.GE
24.02.16 16:21
1193
ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ყოფილი #1 აფთიაქის შენობაში, თურქი ინვესტორი 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ასაშენებლად სამშენებლო ნებართვას ელოდება. კომპანია "ჟულიენმა" ბათუმში, მდებარე შენობა 2011 წელს შეიძინა. ყოფილი აფთიაქის შენობაში სასტუმრო ბრენდი "რეინას" განთავსებაა დაგეგმილი.
 
როგორც კომპანიის იურისტი, დავით ჯანიანი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, ინვესტორი სამშენებლო ნებართვას წელიწადზე მეტია ელოდება, ამ პერიოდის განმავლობაში, კი პროექტის დეტალების დაზუსტება ხდება. როგორც ჯანიანი ამბობს, სამშენებლო ნებართვის მიღებისთანავე ინვესტორი სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.
პროექტის ინვესტიციის მოცულობა 15 მილიონი დოლარია.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ყოფილი აფთიაქის შენობაში სასტუმროს განთავსების საკითხმა გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია აჭარის მოსახლეობაში, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის რეაბილიტაციას აპროტესტებდნენ.