Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბათუმში "პორტა თაუერის" მშენებლობა ზაფხულში დასრულდება

56e93c55dca33
BM.GE
16.03.16 14:12
1080
ბათუმში მრავალფუნქციური სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსი "პორტა თაუერი" (Porta Batumi Tower) შენდება. მშენებლობის პროცესი დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დათვალიერა.
 
პროექტის განხორციელებისთვის საქართველოში 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.

ბათუმში მრავალფუნქციური სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსის "პორტა თაუერის" მშენებლობა 2013 წლის ივნისში დაიწყო და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება.

"პორტა თაუერი" აღჭურვილია სხვადასხვა ზომის სტუდიოს ტიპისა და ორ-სამ ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით, ასევე ზღვისა და მთის ხედის მქონე 12 პენტჰაუსით.

გარდა საცხოვრებელი სახლებისა, "პორტა თაუერი" შედგება რამდენიმე შენობისაგან. მიწისქვეშა დონეზე განთავსებულია 2-სართულიანი ავტოსადგომი მაცხოვრებელთათვის. ნულოვან სართულზე მოთავსებულია 12 სავაჭრო ფართი. კომპლექსში აგრეთვე მოთავსდება 100-ნომრიანი სასტუმრო ტერასის რესტორნით და ფიტნეს-სპა ცენტრით.

პროექტით გათვალისწინებულია კაფე-ბარი და საოფისე ფართების მოწყობა.