Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბათუმის წიგნების დასახმარებლად 2400 დოლარზე მეტი შეგროვდა

56960e4141319
BM.GE
13.01.16 12:17
1209
generosity.com-ზე, მწერლებმა, გამომცემლებმა და მკითხველებმა გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" გადასარჩენად, 2424 დოლარი შეაგროვეს. მაღაზიის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე კი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დასველებული და დაზიანებული წიგნების შეძენის სურვილი. შედეგად, თოვლით დაზიანებული 700 წიგნი და შედარებით ნაკლებად დაზიანებული გამოცემების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია.
 
გამომცემლობის დახმარების სურვილი ასევე გამოთქვა წიგნების მაღაზია „ბიბლუსმაც“ და ქციის ფარგლებში, ბათუმში არსებული „ბიბლუსის“ სამ ფილიალში შესული თანხა მთლიანად დაზარალებულ მაღაზიას გადაეცა.

საქართველოს საგამომცემლო რუკაზე რამდენიმე თვის წინ გამოჩენილი “წიგნები ბათუმში”, პირველი არათბილისური გამომცემლობაა.