პარასკევს, შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზამ" და "აზერბაიჯანის რკინიგზის" საქართველოს ფილიალმა ერთობლივად განახორციელეს ორგანიზებული სატვირთო მატარებლის საცდელი გატარება მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთზე.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს და იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა – ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.