Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბაიას ღვინო ბოთლში ჩამოისხა და თბილისის მაღაზიებში გამოჩნდა

5680ed20b58ca
BM.GE
28.12.15 12:02
3170
22 წლის მეღვინის, ბაია აბულაძის ღვინო ბოთლში ჩამოისხა და თბილისის მაღაზიებში გამოჩნდა. ამ ეტაპზე გაყიდვაშია 50 ბოთლი თეთრი მშრალი ციცქა-ცოლიკოურის ღვინო. როგორც ბაია აბულაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა "ბაიას ღვინო" თბილისის ორ მაღაზიაში "მაღაზია გრიბოედოვზე " და "Drunk octopus“,-ში გაიყიდება, უახლოეს პერიოდში კი ღვინო მესამე მაღაზიაშიც შევა.
 
შეგახსენებთ, რომ ბაია აბულაძეს ღვინო იმერეთში მოყავს, ღვინის ჩამოსხმისთვის საჭირო აღჭურვილობა კი მან პროექტ "აწარმოე საქართველოში" დაფინანსების მოპოვების შემდეგ შეიძინა.

"ჩვენი ვენახები ბაღდათში, სოფელ მეორე ობჩაში მდებარეობს. ბაღდათის მიკროზონა განსაკუთრებით კარგ ცოლიკოურს ქმნის, ხანდახან მას ობჩურასაც უწოდებენ - განსხვავებული გემოსა და თვისებების გამო, რასაც ადგილობრივი ტერუარი ქმნის“, - ამბობს ბაია აბულაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.