Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბაია გადაბაძე: ჩემი გათავისუფლების მოტივი მაინტერესებს

56b318c788779
BM.GE
04.02.16 13:21
1306
ტელეკომპანია "მაესტროში" პარტნიორთა სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე ბაია გადაბაძესა და და გია გაჩეჩილაძეს შორის სიტყვიერი შეკამათება მოხდა. გია გაჩეჩილაძემ დაადასტურა, რომ არხის დირექტორად მისი ძმა, ლევან გაჩეჩილაძე განიხილება. მისივე თქმით დირექტორის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი, არხის რეიტინგია.
 
"მე მაინტერესებს მოტივი ჩემი გათავისუფლების. მე მაქვს ჩემი შრომითი ხელშეკრულება ტელევიზიასთან და მაინტერესებს იქიდან რომელი პუნქტი დაირღვა. თუ ვერც ერთი ვერ იქნა დასახელებული, მე აღვიქვამ ამას როგორც დევნად", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

მისივე თქმით, მან სხდომაზე დასასწრებად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს წარმომადგენლები მოიწვია.