Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბაფეტი: არ მგონია, რომ 100 წელს უფრო მარტივად მივაღწევ, თუ კოკა-კოლას წყლით ჩავანაცვლებ

5724fab936533
BM.GE
30.04.16 22:31
1088
Berkshire Hathaway's-მ ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა. უორენ ბაფეტს კი წელსაც მოუწია კოკა-კოლასთან დაკავშირებული შეკითხვისთვის პასუხის გაცემა. „კოკა-კოლა" ბაფეტის ოთხი მსხვილი ინვესტიციიდან ერთ-ერთია, თუმცა შტატებში მას ამის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ, რაც გაზიან სასმელში სოდისა და შაქრის შემცველობის დოზას უკავშირდება.
 
დღევანდელ შეკრებაზე აღნიშნულ საფრთხეზე ბაფეტს CNBC-ის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, რაზეც ბაფეტის პასუხი შემდეგნაირი იყო:

"მე არ მინახავს მტკიცებულება, რომელიც დამარწმუნებდა, რომ წყლისა და ბროკოლის მიღების შემდეგ 100 წელს უფრო ადვილად მივაღწევ", - განაცხადა 85 წლის ინვესტორმა და დასძინა, რომ ის ვერ ხედავს საფრთხეს დღეში 3,500 კალორიის მიღებაში. მას ასევე განაცხადა, რომ ამერიკაში 100 წლის ასაკს საშუალოდ 10 000 მამაკაცი აღწევს, ქალებში კი ეს რიცხვი 45 000-ია. „ასე, რომ თუ გსურთ დიდხანს იცოცხლოთ სქესის შეცვლას გირჩევთ", - განუცხადა ბაფეტმა ჟურნალისტს.

"ჩემი სირვილია ტყუპის ცალი მყავდეს, რომელიც ჩემს მაგივრად შეჭამდა ბროკოლს და დალევდა წყალს, თუმცა კალორიებს ერთნაირად გავიყოფდით. ვთვლი, რომ კოკა-კოლა საოცარი პროდუქტია".