21.Dec .2015 11:32

აზერბაიჯანული მანათი ერთ დღეში 47 პროცენტით გაუფასურდა

views 3722
Back

აზერბაიჯანი ვალუტის მცურავ კურსზე გადავიდა, - მანათის ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს დილით 47,63 პროცენტით გაუფასურდა. მანათმა 47 პროცენტიანი გაუფასურება განიცადა დოლართან, ევროსთან და რუბლთან.
 
„აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, აზერბაიჯანული მანათის კურსი ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და მიწოდების ფონზე დადგინდება“, - ნათქვამია ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანათის თავისუფალ მცურავ კურსში გაშვებას ცენტრალური ბანკი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობით ხსნის. მთავარ მიზეზად სახელდება მსოფლიოში ნავთობის ფასების ცვლილება და იმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკების შესუსტება.