Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აზერბაიჯანული AZALJET-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

56e8fd4cc731d
BM.GE
16.03.16 10:26
1177
აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია AZALJET-ი ბაქო-თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ავიაკომპანია რეისებს 28 მარტიდან შეასრულებს. ერთი გზის საფასური 49 ევრო იქნება, ორი გზის კი 98 ევრო. Trend.az-ის ინფორმაციით, აღნიშნულ თანხაში შედის ყველა ტიპის გადასახადი და მოსაკრებელი. ავიაკომპანია რეისების შესრულებას იმ მიმართულებებზე განახორციელებს, სადაც ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით, 3,5 საათი იქნება.

AZALJET-ი რეისების შესრულებას შემდეგი მიმართულებებით მოახდენს: მოსკოვი, სტამბოლი, დუბაი, თბილისი, მინსკი, კიევი, ანკარა, ანტალია, იზმირი.