Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი ქვეყანაში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ხურავს

5690bef5265eb
BM.GE
09.01.16 11:59
1216
აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა 2016 წლის აპრილამდე ბანკების გარეთ მოქმედი ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, ვალუტის გადაცვლა მხოლოდ ბანკებში იქნება შესაძლებელი, - წერს გამოცემა trend.az.

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით ვალუტის გადამცვლელ ყველა პუნქტზე კონტროლი გამკაცრდება და მათ წელიწადში ერთხელ აუდიტის სამსახური შეამოწმებს. მოქალაქეებს კი 500 დოლარზე მეტი თანხის გადაცვლისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დასჭირდებათ.

დღევანდელი გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლარზე 1,5642 მანათია. აზერბაიჯანი მცურავ გაცვლით კურსზე გასული წლის 21 დეკემბერს გადავიდა. აზერბაიჯანში 43 ბანკი მოქმედებს.