Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აზერბაიჯანის ბანკები სამი წლით მოგების გადასახადის გაუქმებას ითხოვენ

572c3fff47213
BM.GE
06.05.16 10:53
1117
აზერბაიჯანში ბანკები სამი წლით მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ბანკები საგადასახადო ცვლილებას მიმდინარე წლიდან, 2018 წლის ბოლომდე ითხოვენ. შესაბამის უწყებას ქვეყანაში ინიციატივით საბანკო ასოციაციამ მიმართა.
 
სადაზღვევო და საბანკო სექტორისთვის აზერბაიჯანში საგადასახადო შეღავათები 2009 წლიდან მოქმედებდა, მას შემდეგ რაც მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს ქვეყნის საფინანსო სექტორს კაპიტალიზაციის პრობლემა ჰქონდა. თუმცა 2011 წლიდან ქვეყნის ხელისუფლებამ საგადასახადო შეღავათები გააუქმა.