აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ნავთობის ფასმა წლის ბოლომდე შესაძლოა ბარელზე 55-60 დოლარი შეადგინოს.
"არ ვფიქრობ, რომ ნავთობის ფასის კლებაა მოსალოდნელი, პირიქით წლის ბოლომდე მისი მატება გაგრძელდება", - განუცხადა მინისტრმა ადგილობრივ მედიას.
"ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძნელია, თუმცა ვერავინ ხედავს იმის საფუძველს, რომ ფასებმა კლება დაიწყოს", - აცხადებს ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი ნატიგ ალიევი.
აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ევროპაში იზრდება - კერძოდ, იტალიაში AZERI LT CIF-ის ფასმა გუშინ ბარელზე 46.93 დოლარი შეადგინა.