Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თბილისში ZEG - Tbilisi Storytelling Festival გაიმართა

BM.GE
17.10.22 09:36
104
Impact Hub Tbilisi-ისა და Coda Story-ის ორგანიზებით თბილისში ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი Zeg გაიმართა. წლევანდელ ფესტივალზე დისკუსიის მთავარ თემას უკრაინის ომი წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი დისკუსიები და შეხვედრები, საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, მიზნად ისახავდა უკრაინის ომის შედეგების გაანალიზებას, გლობალური პერსპექტივით გააზრებასა და ცვლილებებისთვის საჭირო იდეების ინსპირაციას. ფესტივალზე მომხსენებლები მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების ის გავლენიანი წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც მიმდინარე ომსა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს აქტიურად აშუქებენ. სტუმრებმა ღონისძიებაზე ისეთ თემებზე იმსჯელეს, როგორიცაა „დავიწყებული ომები და ღია ჭრილობები“ , „კოლონიალიზმის გადაფასება“, „რა ხდება დასავლური საინფორმაციო სივრცის მიღმა“, და „ვის მხარეს არის ომში თანამედროვე ტექნოლოგიები“