Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ახალგაზრდა ფერმერებზე გრანტების გაცემა იწყება

59c0d902a1162
BM.GE
19.09.17 12:42
1160
დანიურმა ფონდმა "დანიდა" საქართველოში აგრარულ სფეროში ახალგაზრდების წასახალისებლად 5 მილიონ დოლარამდე გრანტი გამოყო. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეებისთვის 15 ათასიდან 100 ათას დოლარამდე მცირე და საშუალო მოცულობის გრანტები გამოიყოფა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე "საქმის კურსთან" აცხადებს, ამ ეტაპზე ქართული მხარე დონორ ორგანიზაციასთან დაფინანსების კრიტერიუმებს ათანხმებს. კერესელიძის თქმით, პროცესი თვის ბოლომდე გაგრძელდება, რომლის შემდეგაც პროექტის განხორციელება დაიწყება.

"ეს გახლავთ საგრანტო პროგრამა ახალგაზრდა ფერმერებისთვის. დღეს მიმიდნარეობს მოლაპარაკებები დონორთან სხვადსხვა კრიტერიუმებთან დაკავშირებით. გარდა ასაკისა იქ სხვა კრეტეიუმებიცაა, მაგალითად რა სფეროებს დაფარავს. აქ მხოლოდ სოფლის მეურნეაბაზე არ არის საუბარი, არამედ სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით სხვადსხვა ეკონომიკურ აქტივობებზე. ჩვენ ველოდებით,რომ სულ მალე დავასრულებთ დონორთან კონსულტაციებს და სექტემბრის თვის ბოლოსთვის გვექნება პირობები და დაიწყება პროექტის განხორციელება’’-განუცხადა ნოდარ კერესელიძემ "საქმის კურსს".