Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ავსტრალიაში მედიკამენტ Nurofen-ს ხმარებიდან ამოიღებენ

566fcfacdcc38
BM.GE
15.12.15 12:18
1555
ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ პრეპარატი Nurofen-ის ზოგიერთი სახეობის გაყიდვა აკრძალა. სასამართლო გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ წამლის შეფუთვას მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.
 
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ფარმაცევტულმა კომპანია Reckitt Benckiser-მა სამი თვის განმავლობაში სააფთიაქო თაროებიდან Nurofen-ის სახელწოდებით პრეპარატების ნაწილი უნდა ამოიღოს.

მოსამართლეების დასკვნით, კომპანიას მომხმარებელი შეცდომაში შყავს, როდესაც ამტკიცებს, რომ პრეპარატს კონკრეტული სახის ტკივილის ანესთეზია შეუძლია. კომისიის თავმჯდომარემ როდ სიმსმა აღნიშნა, რომ Nurofen-ი გარკვეული სახის ტკივილის გაყუჩების ეტიკეტირებით, თითქმის ორჯერ გაზრდილი ფასით იყო მიმოქცევაში.

კომპანია Reckitt Benckiser-ი სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა ისინი შეფუთვით და სხვა მარკეტინგული ხრიკებით მომხმარებლის მოტყუების ფაქტს უარყოფენ. კომპანია კომისიას შეფუთვის დროებით შეცვლაზე დათანხმდა. კომპანია ასევე სასამართლოს მიერ დადგენილ ჯარიმებსა და სასამართლოს ხარჯებს გადაიხდის.