04.Feb.2016 12:36
Business

ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისის აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის

ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისის აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უნგრული ავიაკომპანია ვიზეარს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება 2016 წელს ავიაკომპანია ვიზეარის ბაზის გახსნის შესახებ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სასახელობის საერთაშორისო აეროპორტში.
 
როგორც უწყებაში განმარტავენ, წარმატებით დასრულებული მრავალწლიანი მოლაპარაკების შედეგად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი მუდმივად განათავსებს ერთ თვითმფრინავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით სულ 23 ბაზას ფლობს, 24-ე ბაზა უახლოეს მომავალში საქართველოში გაიხსნება. ეს იქნება რეგიონში ვიზეარის პირველი ბაზა.

უნგრული ავაიაკომპანია ვიზეარი 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო ბაზირების შედეგად ქუთაისი გახდება რეგიონში პირველი აეროპორტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბაზირებით, რაც ხელს შეუწყობს მგზავრთნაკადის ზრდასა და ახალი მიმართულებების განვითარებას.

2016 წლის 19 თებერვალს დაგეგმილა ავიაკომპანია ვიზეარის დირექტორის, ჯოზეფ ვარადის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში მოხდება ბაზისა და სამომავლო გეგმების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.

ავიაკომანია ვიზეარის ფლოტი მოიცავს ეარბას A320 და A321 ტიპის 65 საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად წარმოდგენილია 23 აეროპორტში და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს.

2015 წელს ავიაკომპანია ვიზეარმა გადაიყვანა 19,2 მილიონი მგზავრი. კომპანიის პერსონალი 2,600 მაღალკავიფიციურ კადრს მოიცავს.
 



08.Apr.2019 17:15
188

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
365

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
610

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
543

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
288

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
368

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More