Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ავიაციიდან სოფლის მეურნეობაში - 24 წლის ფერმერის ბიზნესი ქუთაისში

5713c87d1aef0
სოფო ბერიძე
17.04.16 21:28
1525
ინტერნეტი ანუ "მსოფლიო ქსელი“ – 21-ე საუკუნეში მისი შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აღარავინ აყენებს. აქ ნახავათ ყველაფერს რაც თქვენს ინტერესშია. გეგი და სოსო მწყერის ფერმის შექმნით დაინტერესდნენ და კომპიუტერს მიუხსდნენ, ყველა აუცილებელი ინფორმაცია სწორედ ინტერნეტში ამოიკითხეს. ეს 5 თვის წინ იყო, ორ მეგობარს ახლა ქუთაისში გამართული ფერმა აქვთ.
 
გეგი აფციაური 24 წლისაა, მეგობარ სოსო ცინცაძესთან ერთად ბევრი იფიქრა როგორ აეთვისებინა ქუთაისში, მის საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი ფართი. ბიზნესიდეებსს შორის სოკოს მეურნეობაც იყო, საბოლოდ არჩევანი მწყერზე გაკეთდა.

გამოცდილ მონადირეთა აზრით, ფრინველზე ნადირობის სახეობებიდან, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და აზარტული მწყერზე ნადირობაა, როგორც ჩანს ინტერესს მოკლებული არც ამ ფრინველის მოშნებაა. მეგობრებმა საკუთარი დანაზოგით ჯერ გალია, შემდეგ ინკუბატორი და პირველი 500 ცალი კვერცხი შეიძინეს. მწყერის კვერცხსაც ინტერნეტით მიაგნეს.

"პირველ ჯერზე 300-მდე მწყერი გამოიჩეკა, შემდეგ 1 300 კვერცხიდან 900, ასე 3 000-მდე ავედით. ნაწილი გავყიდეთ, ნაწილი უამინდობას შეეწირა. ახლა ფერმაში 1 000 ფრთაზე მეტი გვყავს“ - გვიყვება გეგი, რომელიც ფერმას მეგობართან ერთად უძღვება. დიდი საქმებში ჯერ მხოლოდ ორნი არიან, მწყერსაც თავად უვლიან და რეალიზაციის საკითხებსაც თავად აგვარებენ. სოსოს და გეგის კომპანია „სოგეს“ მწყერი ახლა ადგილობრივ მარკეტებში შედის, ახალგაზრდა ფერმერები მაისიდან ქუთაისის რესტორნებთან თანამშრომლობას გეგმავენ, ოღონდ მანამდე მეგობრების მთავარი ამოცანა ფერმის გაფრთოებაა. ბიჭები ელოდებიან, რომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მათთვისაც იმუშავებს და 5 000 ლარიან გრანტს მიიღებენ. მწყერის ფერმის გადატანას, წყალტუბოს რაონის სოფელ ქვილიშორში აპირებენ. იქ მეგობრებს კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვთ.

„მამამ ორი წლის წინ 6 000 კვადრატულ მეტრზე საოჯახო ტბა გააკეთა და თევზი გაუშვა. ტბასთან ახლოს 1 300 კვ.მეტრის ფართობი შევიძნეთ და იქ ძროხის ფერმის გაკეთებას ვაპირებთ, გვინდა გავამრავლოთ თხებიც. ჩვენი ამოცანა ერთი დიდი კომპლექსის შექმნაა. გვინდა რომ მწყერიც იქ გადავიყვანოთ. ამას გარდა 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯახით აღებას ვგეგმავთ, რათა სიმინდი ჩვენი გვქონდეს და ცხოველების გამოკვება უფრო იაფი დაგვიჯდეს“ - გვიყვება ფერმერი, რომელიც პროფესიული თვალსაზრისით სოფლის მეურნეობიდან ძალიან შორსაა. გეგი აფციაური ახლა დოქტურანტურაში საავიაციო უნივერსიტეტში სწავლობს, მანამდე განათლება ჯერ ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო, სწავლა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა, უკრაინაში კი თეორიული და გამოყენებითი მექნიკა ისწავლა.

ავიაციიდან სოფლის მეურნეობაში? "მიყვარს მოძრაობა, ბუნება, ცხოველები“ – ამ სიყვარულით 24 წლის ფერმერი მთავარი მიზნისკენ მიდის - შექმნას სოფლის მეურნეობის ერთი დიდი კომპლექსი.