16.Dec.2015 11:45
World

აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება განვითარებად ბაზრებზე ნეგატიურად იმოქმედებს

აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება განვითარებად ბაზრებზე ნეგატიურად იმოქმედებს
კომპანიები განვითარებადი ბაზრებიდან, რომლებსაც დავალიანებები აშშ დოლარში აქვთ, ხოლო ამონაგები ვარდნის რეჟიმში არსებულ ეროვნულ ვალუტებში, სირთულეებს შეეჯახებიან, იმ დროს, როცა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, როგორც მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთების ზრდის სერიას იწყებს, ბოლო წლების რბილი მონეტარული პოლიტიკის შემდეგ, - წერს Reuters-ი.
 
კომბინაციას - განვითარებადი ბაზრების გაუფასურებული ვალუტები, აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების გაზრდა და დოლარის გამყარება - კატასტროფული სიტუაციის შექმნა შეუძლია, რაც ზოგიერთ ასეთ ბაზრებზე ოპრირებად კომპანიას აქტივების გაყიდვას აიძულებს, ხოლო ზოგიერთს - გადახდისუუნარობის გამოცხადებას 2016 წელს.

საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან, საფინანსო და არასაფინანსო კომპანიების მიერ სავალო ვალდებულებების გამოშვების და ასევე სუვერენული ვალის მოცულობამ $792 მლრდ შეადგინა. განვითარებადი ბაზრების ძირითადი ინდექსი MSCI, წელს 19%-ით შემცირდა.

"რამდენადაც ლიკვიდობის ზრდა აშშ-ში შენელებას აგრძელებს, კომპანიები და ქვეყნები განვითარებადი ბაზრებიდან, რომლებიც აშშ-ში დოლარში დაფინანსებაზე არიან დამოკიდებული და არ ჩაუტარებიათ საჭირო სტრუქტურული რეფორმები, ვეღარ შეძლებენ თავიანთი საქმიანობის დაფინანსებას და მითუმეტეს, გლობალური ფინანსური კრიზისის დროს დაგროვილი დიდი მოცულობის ვალების გასტუმრებას აშშ დოლარებში", - განაცხადა ატულ ლელემ Deltec International Group-დან.

ფონდების მმართველებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ისინი ამცირებენ თანხების გამოყოფას კომპანიებისთვის ბრაზილიიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან, ანუ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ძალიან არიან დამოკიდებული ნედლეულზე და ენერგომატარებლებზე.

სემი სიმნეგარი Fidelity Investments-დან კი ფიქრობს, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის პირველად გაზრდა, განვითარებად ბაზრებზე მხოლოდ მცირე გავლენას მოახდენს, რამდენადაც ამას რამდენიმე თვეა ყველა ელოდება და ბაზრის მიერ პირველი ზრდა უკვე გათვალისწინებულია. ახლა ყურადღება გადაერთო იმაზე, რა მოუვათ განვითარებადი ბაზრების კომპანიებს განაკვეთების შემდგომი ზრდის გამო.

„იქიდან გამომდინარე, რაც ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელისგან, ჯანეტ იელენისგან მოვისმინეთ, განაკვეთებს ნელა გაზრდიან და 2016 წელს ის 1%-ს არ გადააჭარბებს, რამდენადაც ისინი აცნობიერებენ ამას რა გავლენა ექნება“, - განაცხადა როჯერ ალიაგა-დიაზმა Vanguard-დან.



17.Jul.2019 18:31
243

Shilda Winery is one of the Most Magnificent Examples of Green Architecture Around the World on Euronews

More
17.Jul.2019 14:14
157

Lavrov names precondition for removal of flight ban on Georgia

More
16.Jul.2019 21:05
60

Christine Lagarde resigns as head of IMF

More
04.Jul.2019 17:57
122

EU Spokesperson: Russia flight ban ‘unjustified and disproportionate

More
03.Jul.2019 02:41
136

IMF board names David Lipton to step in for Lagarde as acting managing director

More
02.Jul.2019 11:25
115

Global Markets Weekly Update - China

More