Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაიაფდება თუ არა საწვავი?

BM.GE
16.03.23 11:17
126
ზაფხულიდან დღემდე საწვავის ფასები საშუალოდ 1.30-დან 1.50 ლარამდე შემცირდა, კლება საგრძნობი იყო გასულ თვეშიც, თებერვალში სხვადასხვა ტიპის საწვავზე ფასმა დაახლოებით 30-40თეთრით დაიკლო. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უმთავრესი მიზეზი რუსეთიდან დაბალ ფასად შემოტანილი პროდუქციაა, რომელიც გამყარებულ ლართან ერთად ფასის კლების საფუძველი ხდება. 

გლობალურ სავაჭრო ჯგუფში BMG-სთან გასულ კვირას აცხადებდნენ, რომ რეგულარის ტიპის საწვავის 85% ქვეყანაში რუსეთიდან შემოდის, რომლის ღირებულება პლატცზე ევროპულ ანალოგზე დაახლოებით 250 დოლარით ნაკლებია და 650 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რის გამოც მას ალტერნატივა არ გააჩნია. 

ფასის კლების მიზეზებშია ბაზარზე გაზრდილი კონკურენციაც. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობა გაორმაგდა და ამ დროისთვის 1 400 ერთეულით განისაზღვრება, საიდანაც ნახევარი მცირე და საშუალო კომპანიებს ეკუთვნის. გაგრძელდება თუ არა ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავზე ფასის კლება მარტშიც?

სტუმარი: ვასილ ხორავა - "ვისოლის" გენერალური დირექტორი;